რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში
ნავიგატორი
2379


რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.

კერძოდ, 2019 წლის იანვარში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მესამე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 88.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 10.3 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ფეროშენადნობები - 9.1 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 4.4 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 2.02 მლნ და 1.99 მლნ დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეში საქართველოში რუსეთიდან 8.6 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 5 მლნ დოლარი შეადგინა; მას კი 4.2 მლნ დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, ქვანახშირისაგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები და სატელეფონო აპარატები ინაწილებენ, შესაბამისად, 3.1 მლნ და 2 მლნ დოლარით.

20-02-2019

წყარო: bpn

03-05-2019

თურქეთში დაჯარიმებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანები ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანას ვერ დატოვებენ

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

11-05-2023

Youth4Regions – the programme for aspiring journalists

11-05-2023

Youth4Regions – the programme for aspiring journalists

03-05-2019

თურქეთში დაჯარიმებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანები ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანას ვერ დატოვებენ

26-01-2023

Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ