|
| 2171 |
|---|
მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს
| მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, ყოველთვიურად სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს. „სქემის მომსახურების საფასური/საკომისიო შეადგენს სესხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის წლიურ 2%-ს, რომლის გადახდა ყოველთვიურად ხდება მსესხებლის მიერ, ბანკის მიერ შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთზე დამატებით. სქემის მომსახურების საფასური ადმინისტრირებას და ყოველთვიურად ხაზინის ანგარიშზე გადარიცხვას უზრუნველყოფს კომერციული ბანკი,“ -აღნიშნულია საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფციაში. აღსანიშნავია, რომ თუ მსესხებელმა არ ჩარიცხა სესხის მომსახურების თანხა და ის იმყოფება ვადა გადაცილებაში, კომერციული ბანკი არ არის ვალდებული სააგენტოს ჩაურიცხოს საკომისიო. იმ შემთხვევაში, კი თუ სესხის დაფარვა განხორციელდა წინსწრებით, მსესხებელს უწყდება საკომისიოს გადახდის ვალდებულება. შეგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება. საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს. |

15-02-2019
წყარო: bpn
|
18-02-2019 PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს |
|---|
|
10-10-2022 ერთად ოზონის შრის დასაცავად |
|
12-03-2019 მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებამ |
|
17-07-2019 ფრინველის ხორცის შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება |