|
| 2637 |
|---|
2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018/2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. სეზონი კი 128 დღე გაგრძელდა. კომპანიამ სეზონთან დაკავშირებით შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა. კომპანიის ცნობით, 2011/2012 - 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა. 2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია. ვიზიტორების რაოდენობა 15% -ით არის გაზრდილი. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, კურორტ გუდაურში 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი გასულ წელს, რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენობა 19 %-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2018/2019 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2017/2018 წლებთან შედარებით ვიზიტრების რაოდენობამ 20 %-ით მოიმატა. მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეოთხე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2018/2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი, გასულ წელს რომ შევადაროთ, 43%-ით გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, გოდერძის სათხილამურო კურორტზე 14758 ვიზიტორი გახლდათ. სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი 2017/2018 წელს რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენბა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 41499 ვიზიტორი ეწვია. კურორტი განვითარების პროცესშია და უდიდესი პოტენცილი აქვს, ტურისტებს კი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. |

01-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
22-09-2022 ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 |
|---|
|
01-05-2019 მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა |
|
16-08-2022 მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება |
|
25-03-2019 ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ |