ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“, რომელიც აერთიანებდა ლტოლვილ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ - ქისტ ქალბატონებს.

პროექტის მიზანია, გაუღრმავოს მონაწილეებს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნა და გამოუმუშავოს მათ ბიზნესის კეთების პრაქტიკული უნარები.
ამასთან, ძირითადი მიზანი ეკონომიკურ საქმიანობაში ქვეყნის გაძლიერება და თანასწორუფლებიანობის და ხელმისაწვდომობის ბალანსის შექმნაა.

პროექტი განხორციელდა "UN Women"-სა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით.

აღნიშნული თემატიკის ირგვლივ თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.