BDO-მ „აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობა შეაფასა
ნავიგატორი
2283


BDO-მ „აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობა შეაფასა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, კომპანიამ „ბიდიო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პროცესისთვის შეირჩა 100 ისეთი ბენეფიციარი, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელია თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

ზემოხსენებული 100 ბენეფიციარი კომპანიიდან, კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 კი არსებული საწარმო, რომლებიც, პროგრამაში ჩართვის შედეგად გადაიარაღდნენ და გაფართოვდნენ. ხოლო ჯამურად 100 ბენეფიციარის ბიზნესის სტატუსი შემდეგია: 61 გაფართოება, 39 სტარტაპი.

ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ინდიკატორები:

Ø ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ - 2014-2018 წლებში ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ, სადაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების მიერ. მშპ-ის რეგიონალური ანალიზი უჩვენებს, რომ დაახლოებით 79% შექმნილია თბილისში წარმოდგენილი ბენეფიციარების მიერ, რადგან კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60% სწორედ თბილისში მდებარეობს.

Ø ბენეფიციარების მიერ მიღებული შემოსავლები - კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარია.

Ø ინვესტიციები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ, 2014-2018 წლებში, მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, შეადგენს დაახლოებით 0.38%-ს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.

Ø პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა - პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ 3,033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ ლარი შეადგინა.

Ø ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს, 2014-2017 წლების პერიოდისთვის და ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს შეადგენს.

Ø ექსპორტი -2013-2018* წლებში, აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 311 მლნ ლარი შეადგინა.

Ø კონკურენტუნარიანობა - პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს.

ინფორმაციისთვის: შპს „ბიდიო“ არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის -„ბიდიო ინტერნეიშენალ ლიმიტედი“ წევრია და შედის ბიდიოს დამოუკიდებელი ფირმების საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში. შპს „ბიდიო“ ტენდერის წესით შეირჩა. კვლევის ღირებულებამ 298,481 ლარი შეადგინა. კვლევის მეორე ეტაპი ითვალისწინებს რეკომენდაციების გამოქვეყნებას, როგორც პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის, ისე კომპანიების შედეგიანობის ამაღლების მიმართულებით.

20-02-2019

წყარო: bpn

12-08-2022

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

11-11-2019

კონფერენცია "პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი"

11-04-2019

Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო

15-04-2019

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა

15-04-2019

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა

12-08-2022

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

11-11-2019

კონფერენცია "პირველადი წარმოების განვითარება და ევროპის ბაზარი"

11-04-2019

Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ