|
| 2199 |
|---|
EBRD ექვსი ქალაქისთვის ავტობუსების შესაძენად €17 მილიონს გამოყოფს
| თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელების მიზნით, ახალი შეთანხმება გაფორმდა. ფინანსურ დოკუმენტს თბილისის მერი, ფინანსთა მინისტრი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი აწერენ ხელს. ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) პირებზე. EBRD 17 მილიონ ევროს გამოყოფს, რომლითაც საქართველს 6 ქალაქისთვის დაახლებით 175 ავტობუსს შეიძენენ. „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და მოწესრიგებაა. ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად იქნება ჩანაცვლებული. პრობლემური უბნებისთვის, სადაც ლოდინის დრო დიდია, ავტობუსებს დამატებით შევიძენთ“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. EBRD-მა საქართველოს 200-ზე მეტი პროექტისთვის 3,4 მილიარდი ევრო გამოუყო.
|

02-12-2019
წყარო: TV იმედი
|
22-03-2019 პარლამენტის რეგლამენტის 100 დღე |
|---|
|
03-06-2019 გერმანიაში სატვირთო მანქანის ათობით ათასი მძღოლის დეფიციტია |
|
29-05-2019 GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება |
|
29-05-2019 ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება |