|
| 1901 |
|---|
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა
| საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება. სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ. |

03-05-2019
წყარო: pia.ge
|
03-03-2019 ბიზნესიდან მთავრობაში - მინისტრები, რომლებიც ბიზნეს სექტორიდან მოდიან |
|---|
|
05-04-2019 პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა |
|
02-04-2019 Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს |
|
29-03-2019 სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2019 წლის 1–ლი აპრილიდან საკრედიტო–საგარანტიო მექანიზმს განახორციელებს |