|
| 1886 |
|---|
467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან
| კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებში დაახლოებით 64% ფიზიკური პირებისგან მიღებულ შემოსავალზე მოდის. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბანკების საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 734 798 300 ლარი შეადგინა, საიდანაც 467 856 550 ლარი ფიზიკური პირებზე მოდის. ფიზიკური პირებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, 2019 წლის პირველ კვარტალში ბანკმა 177,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, შემდეგია თიბისი ბანკი - 155 მლნ ლარით, სამეულშია „ლიბერთი ბანკი“, რომელმაც პირველ კვარტალში ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხებიდან 51,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. საპროცენტო შემოსავლები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხებიდან - TOP-10 ბანკი
|

07-05-2019
წყარო: bpn.ge
|
22-03-2019 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია |
|---|
|
23-11-2022 Global Short Docs Forum |
|
07-03-2019 იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan 2019, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. |
|
29-03-2019 წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა |