იდეების კონკურსი
ნავიგატორი
2501


იდეების კონკურსი

რა ტიპის იდეებს ვაფინანსებთ ? - ნებისმიერ სოციალურ ინიციატივას, რომელიც პასუხობს სოფლის საჭიროებას და შეუძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა.

იდეის ბიუჯეტი: 800 აშშ დოლარი

მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო ინიციატივები იყოს სათემო საჭიროებებზე დაფუძნებული და მის განხორციელებაში იღებდეს მონაწილეობას მოხალისეთა გუნდი. 

იდეის განხორციელებაში ჩართულნი უნდა იყვნენ 16-დან 25-წლამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. სულ გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული იდეა. გამარჯვებული ინიციატივის გუნდის წევრები გაივლიან სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ტრენინგს, შეხვდებიან სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს მონაწილეების სამოქალაქო აქტივიზმის უნარების, განათლების და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. 

იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 28 თებერვალი

განცხადებების მიღება შესაძლებელია აზერბაიჯანულ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პლატფორმას: app.orbeliani.net

იდეის წარდგენა მარტივი განცხადების ფორმის შევსებით, ინტერნეტ პლატფორმის (app.orbeliani.net) საშუალებით შეგიძლიათ. თქვენი ამოცანაა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს:

  • რა გინდათ შეცვალოთ საზოგადოებისთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
  • როგორ მიაღწევთ ამ ცვლილებას და ვის მოუტანს სარგებელს?
  • რამდენად მდგრადია მოსალოდნელი შედეგი და რა ბედი ელის მოთხოვნილ ნივთებს?
  • რამდენად თანაბრად არიან ჩართულნი ქალები/გოგონები და კაცები/ვაჟები განხორციელებაში და ისარგებლებენ თუ არა თანაბარად? 


აქვე უნდა მიუთითოთ ნივთი/ნივთები, რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ. წარმოდგენილ განაცხადს მოწვეული მიმომხილველები განიხილავენ, რაც თქვენი ინიციატივის ობიექტურ შეფასებას უზრუნველყოფს. გამარჯვების შემთხვევაში იდეის ავტორს განხორციელებისთვის საჭირო ნივთი/ნივთები გადაეცემა ან სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება. 
იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. "ორბელიანი" არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი Facebook გვერდის მეშვეობით. მოგვძებნეთ OrbelianiGeorgia - https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს: nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ Facebook გვერდის მეშვეობით.

იდეების კონკურსი მიმდინარეობს პროგრამის "მე ვმოქმედებ, მე ვერთვები, მე მივეკუთვნების" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს პლატფორმას: https://app.orbeliani.net/en/visitor/

იდეის ასატვირთად, შეგიძლიათ შეხვიდეთ პირდაპირ ბმულზე:
https://app.orbeliani.net/ka/initiatives/add/?theme=dutchembassy-ibelong

17-02-2019

წყარო: ორბელიანი საქართველო

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა

31-05-2019

მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

10-05-2019

ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა

31-05-2019

მოსწავლეები ფინანსურ განათლებას მიიღებენ

10-05-2019

ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ