ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა
ნავიგატორი
1935


ბოლო ორ კვირაში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა

საწვავის საცალო ქსელში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაძვირდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 13.52 დოლარით/ბარელზე ანუ 23.6%-ით და დღეისათვის შეადგენს 70.85 დოლარს/ბარელზე.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 199.5$-ით/ტონაზე ანუ 42.1%-ით 672.75 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით, 136.5$-ით/ტონაზე ანუ 27.0%-ით 642.50 დოლარამდე/ტონაზე.აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,7070 ერთეულს.

07-05-2019

წყარო: infonews.ge

06-09-2019

რე|ბანკის ფილიალი ქუთაისში გაიხსნა

19-04-2019

ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?

01-11-2022

Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს

01-11-2022

Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს

06-09-2019

რე|ბანკის ფილიალი ქუთაისში გაიხსნა

19-04-2019

ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019

11-04-2019

რატომ გაძვირდა კარტოფილი?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ