საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება
ნავიგატორი
1996

საქართველოში სავალუტო ფონდის ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი იქნება, რომელიც მოქმედ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეცვლის.

თურქ ეკონომისტ სელიმ ჩაკირს სავალუტო ფონდსა და საერთაშორისო ბანკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩაკირი თურქული ბანკის, TEB (Türk Ekonomi Bankası) მთავარი ეკონომისტი იყო, მუშაობდა „ბიენპი პარიბაშიც“ (BNP Paribas).

ჩაკირი უკვე თბილისშია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად შეხვედრებს მართავს. მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. მისიის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები იმართება.

07-05-2019

წყარო: 1tv.ge

10-05-2023

მივლინება მოსამართლეებისთვის აშშ-ში/გაცვლითი სასწ. პროგრამა

10-04-2019

„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს

04-08-2022

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა Safe Haven იწყება

15-02-2019

რატომ ეწინააღმდეგებიან ზემომთიან აჭარაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ