ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით
ნავიგატორი
1960

ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს.

„საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს მიზნებია: მიმდინარე ხარჯების კონტროლი,  კაპიტალური ხარჯების დაჩქარება, დეფიციტის ნორმალიზაცია. პროგრამის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები წარმატებით განხორციელდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის შეადგენს 4.6 პროცენტს და აღნიშნული მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაეცნო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და განხორციელებულ რეფორმებს.

დღეს, მისიის წევრებმა მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით  შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.

13-05-2019

წყარო: reportiori.ge

27-02-2019

აღნიშნული პროექტი დაფინანსდა, СSRSG-ის თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ფინანსური მხარდამჭერი - საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის".

25-04-2019

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა

11-05-2023

EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მეოთხე ტალღას იწყებს

13-05-2019

სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ