სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა
► 24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა.
► აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა, სტუდენტებს, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.
► შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და დირექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას ეხებოდა.