მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა
ნავიგატორი
2216

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ Tax Justice Network, რომელიც გადასახადების დამალვის წინააღმდეგ მუშაობს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოფშორების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიის ლიდერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები გახდა. რეიტინგში მეორე ადგილს ბერმუდის კუნძულები იკავებს, მესამე ადგილზე კი კაიმანის კუნძულებია.

ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ჯერსის კუნძული, სინგაპური, ბაჰამის კუნძულები და ჰონგ-კონგი.

ოფშორი ეს არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ესენია: ძალიან დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადები, ანგარიშგების და კომპანიის მართვის მარტივი წესები, ასევე ბიზნესის ნამდვილი მფლობელების ვინაობის დამალვის შესაძლებლობა.

მსოფლიოში დაახლოებით 50 ოფშორული ზონაა. მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესისთვის და შეძლებული ადამიანებისთვის ოფშორი სამოთხეა. კომპანიების მფლობელები და უბრალოდ, მდიდარი ადამიანები ნაკლებ ფულს ხარჯავენ გადასახადებზე ან საერთოდ არ ხარჯავენ და შეუძლიათ დაუმალონ თავიანთი საქმიანობა სახელმწიფო ორგანოებს.

30-05-2019

წყარო: imedinews.ge

16-03-2023

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2023-2024

03-04-2019

„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია

15-04-2019

რა თანხა შედის ბიუჯეტში თამბაქოს რეალიზაციიდან

11-04-2019

ნათია თურნავამ ევროკავშირის დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ