თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს
ნავიგატორი
1451


თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილავდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას. საუბარია სივრცითი მოწყობის კოდექსზე, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. ოპოზიცია საკითხის დაჩქარებული წესით მსჯელობას აპროტესტებდა. 

დედაქალაქის მერიამ, სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად, ვადის გადაწევა ერთი წლითა და 3 თვით მოითხოვა. მერიის წარმომადგენლები ამის მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებდნენ.

დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და ვიცემერს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მერია ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, სამშენებლო ნებართვები ქაოსურად, კანონის გვერდის ავლით გასცეს. ოპოზიციამ მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის შეფასებით, ოპოზიცია საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და არა შინაარსობრივად. მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ 2019 წლის 3 ივნისს ასამოქმედებელი კოდექსის რეგულაციები თბილისისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის 6 თვით გადავადდეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრანსფორმაციის პერიოდის ხელშეწყობის მიზნით.

„გარკვეული სამუშაოებია გასაწევი, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ მისაღებია და ამას დრო სჭირდება. 6-თვიანი გადავადება არის ძალიან ამბიციური ვადა, რომ მუნიციპალიტეტი მოერგოს ქალაქგეგმარებით და სანებართვო წარმოებებში. ჩვენ ამ დავალებას ვიღებთ და შევასრულებთ. იმედი მაქვს, რომ არ გვექნება ვადის კიდევ გადაწევის აუცილებლობა“, - განაცხადა პირველმა ვიცემერმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო აჟიოტაჟი, რასაც კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, როცა თბილისის გენერალური გეგმა მიიღეს, უკვე ერთი წლით ადრე იყო დამტკიცებული სივრცითი მოწყობის კანონმდებლობა და სხვადასხვა მიზეზთა გამო პრაქტიკულად ვერ მოხერხდებოდა ყველა დეტალის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა.

„შეიძლება ეს არ არის იდეალური თანხვედრა ოთხი უწყების ერთმანეთთან თანამშრომლობის, რომელიც ვერც შედგებოდა ამ მოცემულობაში, ამიტომ ჩვენ ობიექტურად მივიჩნიეთ ის არგუმენტები, რომელიც მერიამ წარმოადგინა და გადავავადეთ 6 თვით კანონის ამოქმედება, ამით ქვეყნა არ დაინგრევა, ყოველთვიურ რეჟიმში შევაფასებთ იმ ნორმატიული აქტების მიღების პროცესს, რომელზეც მერია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივად იქნებიან პასუხისმგებელი და პროცესი იქნება გაცილებით დახვეწილი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმა 15 მარტს დაამტკიცა.

30-05-2019

წყარო: imedinews.ge

15-04-2019

2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს

04-05-2019

ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს

01-04-2019

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

15-04-2019

2025 წლისთვის გერმანიაში განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსისტემაში 40%-ს გადააჭარბებს

04-05-2019

ირანის ნავთობის მინისტრი OPEC-ის დაშლას ვარაუდობს

01-04-2019

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ