|
| 1820 |
|---|
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა. ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთანდაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო. როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურიშეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ვიზიტის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველომ კიდევ ერთხელწარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოტენციალი დააღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აღნიშნულ ფორუმს. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე წინადადება ფინანსთა მინისტრმა, ივანემაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარებისბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დააყენა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ბანკის შემფასებელი მისია, რომლის დროსაც მისიის წევრებმადაათვალიერეს ყოველწლიური შეხვედრის გამართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გამართეს შეხვედრები სხვადასხვა საჯაროუწყების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შედეგებს შემფასებელი მისია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარუდგენს, რომელმაც უნდა მიიღოსსაბოლოო გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების თაობაზე. |

30-05-2019
წყარო: pia.ge
|
11-04-2019 თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა |
|---|
|
26-12-2022 საექსპორტო ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის აღება გამარტივდა |
|
10-04-2019 საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში Airbnb-ის საშუალებით ბინების დაქირავება ისევ შესაძლებელია |
|
19-04-2019 მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი |