26 ოქტომბერს თბილისში H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება
26 ოქტომბერს, 11:00 საათზე თბილისში, „სითი მოლ საბურთალოში“ H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება.
„გალერეა თბილისში“ და „ისთ ფოინთში“ არსებული 2 მაღაზიის შემდეგ, მესამე მაღაზიის გახსნა H&M-მმა ოფიციალურ გვერდზე უკვე დაანონსა.
როგორც რამდენიმე თვის BM.GE-ის „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განუცხადა, სივრცეში H&M-ის გარდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანიის „ინდიტექსის“ ჯგუფის ყველა ბრენდი - ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, PULL&BEAR და Oysho იქნება წარმოდგენილი.
„სითი მოლი საბურთალოს“ მშენებლობაში ჯამში, დაახლოებით, 200 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. განახლებული სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“ ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე ჯამურად 120 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება.