კახეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გაიზარდა
ნავიგატორი
1805


კახეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გაიზარდა

წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს.

-ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს წლების განმავლობაში პრობლემური თემა იყო კახეთისთვისაც და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი ინვესტიციები -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინანდალში ,,საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე-კახეთი 2019“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა 2019 – 2020 წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 47 მლნ ლარია.

„ წელს ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ფაზას, რომლისთვისაც 26 მლნ ლარია გამოყოფილი. 2021 წლის დასაწყისში თელავს ექნება სრულიად რეაბილიტირებული წყლის ინფრასტრუქტურა და 24 საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ხორცილდება თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, სადაც დამატებით 12 მლნ ლარის ინვესტიცია იდება“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ისაუბრა კახეთის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა რომ დასრულებულია ლაგოდეხის წყლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, დაწყებულია ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო სამუშაოები, რომელთა სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

წლის ბოლომდე დასრულდება საგარეჯოში, სიღნაღში და ახმეტაში სრული გამართული ოპერირებისათვის საჭირო დარჩენილი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა, შემოდგომიდან კი დაიწყება წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. ასევე, სოფლების ძველი ანაგი, ველისციხე და სხვა დასახლებებში იგეგმება წყლმომარაგების პრობლემების მოგვარება.

30-05-2019

წყარო: pia.ge

30-05-2019

სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტი ონკანების დაყენებით დედაქალაქის ბიუჯეტმა ერთ თვეში 9 700 ლარი დაზოგა

03-05-2019

ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

07-10-2022

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022

16-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

16-03-2023

ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

30-05-2019

სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტი ონკანების დაყენებით დედაქალაქის ბიუჯეტმა ერთ თვეში 9 700 ლარი დაზოგა

03-05-2019

ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

07-10-2022

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ