| 
 | 
| 2368 | 
|---|
„ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის
|    „ქართული ლუდის კომპანია“ ბულგარეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანიის მენეჯმენტისა და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის. თუმცა ვიდრე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია ბულგარეთში დახლებზე გამოჩნდება, მანამდე სოფიაში მის პოპულარიზაციაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა იზრუნა. თამარ ლილუაშვილის ინიციატივით სოფიაში სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდის ბრენდების დეგუსტაცია გაიმართა. საქართველოში წარმოებულმა ლუდმა სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ჩემთვის, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბულგარელებს ქართული კულტურა და ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია უკეთ გავაცნო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიცნონ საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიზნით, საქართველოს საელჩოს ეგიდით საქართველოში წარმოებული ლუდის დეგუსტაცია მოვაწყვეთ, სადაც სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბრენდებიც იყო წარმოდგენილი. სტუმრები მართლაც აღფრთოვანებულნი დარჩნენ, "ზედაზენის" პროდუქცია ძალიან მოეწონათ. საქართველოს სახელით ამგვარ ღონისძიებებს ხშირად ვაკეთებ, თითქმის ყოველ თვე ვუთმობთ ქართული წარმოების პოპულარიზაციას. ჯერჯერობით ბულგარეთში ქართული პროდუქციის ცნობადობა დაბალია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ცნობადობა გაიზარდოს და ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდეს“, აცხადებს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი. | 

21-02-2019
წყარო: newposts
|   16-12-2019 შეწყალების წესში განხორციელებული ცვლილებები | 
|---|
|   24-05-2019 კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია | 
|   03-06-2019 რა გაძვირდა და გაიაფდა მაისში | 
|   29-03-2019 ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა |