თიბისი ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსს დააფინანსებს
ნავიგატორი
2044


თიბისი ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსს დააფინანსებს

თიბისის ბიზნესკლიენტები თებერვლიდან მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების - IFRS for SME  სასწავლო კურსს გაივლიან.

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელიც თავის ბიზნესკლიენტებს ხანგრძლივ კურსს სთავაზობს და საშუალებას აძლევს, სწორად გაიგონ ამ კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები, მომზადებულები შეხვდნენ ცვლილებებს და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება. ამჯერად მსს ფასს (IFRS for SME) სტანდატის შესაბამისად ფინანსური ანგარიშგება მესამე კატეგორიის ბიზნესებმა უნდა წარადგინონ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისიდან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ერთწლიან საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქართულენოვანი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას და ცნობიერების ზრდას მსს ფასს სტანდარტის (IFRS for SME) მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 88 ტრენერი, მათ შორის 14 – სხვადასხვა რეგიონიდან. პარალელურად მიმდინარეობს მსს ფასს სტანდარტების სატრენინგო მასალების თარგმნა და ქართულ რეალობაზე მორგება. აღნიშნული დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფინანსური ანგარიშგება, რაც მათ ფინანსურ სექტორთან ურთიერთობას გაუადვილებს და გაზრდის მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

 

კურსი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თიბისის ბიზნესკლიენტებისათვის „Savvy Consulting“-ის მიერ მომზადდა და მისი მიზანი ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების IFRS for SME სტანდარტებში გადამზადებაა. ეს არის პირველი სასწავლო კურსი, რომელიც დამსწრეს პრაქტიკულად ასწავლის თუ როგორ მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება.

 

“Savvy Consulting უკვე სამი წელია IFRS-ის მიმართულებით აქტიურად ატარებს ტრენინგებს. წელს მოვიგეთ გრანტი USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მთელი საქართველოს მასშტაბით მსს ფსს სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (IFRS for SME). ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება და საუკეთესო ტრენერების ბაზა დაგვიგროვდა. სწორედ ეს არის ის წინაპირობა, რამაც ჩვენი და თიბისის დამეგობრემა გამოიწვია ამ მიმართულებით.“ - მარიამ ქოიავა, „Savvy Consulting“-ის მმართველი პარტნიორი.

 

„SARAS-ის როლი, როგორც ზედამხედველის - პროექტის ინიცირება, მისი სწორი მიმართულებით განხორციელება და წახალისებაა. დღეს საქართველოში მსგავსი ცოდნის მიღებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება მესამე კატეგორიის საწარმოებსაც აქვთ და ამ კატეგორიაში განახლებული სტანდარტით ანგარიშგების მომზადების შესახებ არასაკმარისი კომპეტენციაა. სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ამ კატეგორიაში 3500-მდე საწარმოა, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცოდნის მიღება და სტანდარტზე უხარვეზოდ გადასვლა.“ - მარიამ ქოიავა.

 

კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და მისი დასრულების შემდეგ ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერასა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას.

 

„ვრცელი კურსის საჭიროება იმ ფაქტმა მოიტანა, რომ მასალა ვრცელია და ბევრ ტექნიკურ დეტალს მოიცავს, ამიტომ მნიშვნელოვან მსჯელობებს მოითხოვს. ერთჯერადი ტრენინგის ფორმატში შეუძლებელია მთლიანად ჩავატიოთ ასათვისებელი მასალა და ინფორმაცია. კურსი ქართულენოვანია და საკმაოდ ინტენსიური, თუმცა ისეა შედგენილი, რომ ნებისმიერმა დამსწრემ მოახერხოს და მოასწროს მისი გაცნობა და ათვისება. ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს მიღებული ცოდნა. გამოცდის გარდა შეფასდება დასწრება და დავალებებიც. კურსის ბოლოს კი სერთიფიკატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაასრულებენ.“ - მარიამ ქოიავა.

 

ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ჯგუფი გადამზადდება. თითო ჯგუფი 20 კომპანიის წარმომადგენლისგან იქნება დაკომპლექტებული. კურსს „Savvy Consulting“-ის მიერ შერჩეული მაღალკვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან, რომელთაც საკითხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ და აქვთ პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენერთა ტრენინგი. თითო ჯგუფს 2 ტრენერი გაუძღვება. 36 საათიანი პროგრამა 12 მოდულს, ტესტებსა და გამოცდებსა  აერთიანებს. თებერვლის ბოლოს პროგრამაში 2 საპილოტე ჯგუფი ჩაერთვება.

22-02-2019

წყარო: tbcbusiness

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

25-05-2023

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

09-03-2019

აჭარაში 100-ზე მეტი მეწარმე ქალია რეგისტრირებული

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ