|
| 4115 |
|---|
თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება
| თბილისში, ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა არის დაგეგმილი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდება. ამის შესახებ განაცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, რომელმაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით წინასაპროექტო კვლევა ჩაატარა. "ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვის უბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ საპროექტო სამუშაოები და სამშენებლო სამუშაოებიც, ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად განხორციელდება“-განაცხადა მაია ბითაძემ. შეგხსენებთ, ზღვისუბნის დასახლების მშენებლობა გასული საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, რომელსაც თავიდან თემქა(თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანიდან გამომდინარე, რომელიც მაგ უბანში აშენდა) დასახლებას შუაზე ყოფს ხევი(I, XI და III, IV მიკრორაიონებს), გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო ხევის ამოვსების და იქ პარკის მშენებლობის მცდელობები, რა დროსაც რაღაც მცირე ნაწილი გაკეთდა კიდეც. მოგვიანებით თემქას სახელი გადაერქვა და ხევძმრის დასახლება ეწოდა, ამჟამად კი ზღისუბანი ჰქვია. |

31-05-2019
წყარო: intermedia.ge
|
20-10-2023 კონკურსი რეგიონული მედიისთვის |
|---|
|
18-03-2019 ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასები 77.2 ლარით გაიზარდა |
|
22-03-2019 პარლამენტის რეგლამენტის 100 დღე |
|
20-02-2019 გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები გამკაცრდება |