ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა — ნათია თურნავა
ნავიგატორი
2013


ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა — ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაქციები არაადეკვატური იყო. რუსთავი 2-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა და "რეაქცია აშკარად გადაჭარბებულია".

"აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა, შესაბამისად პროექტის დაწყებაზე, მშენებლობის დაწყებაზე, ვერ იქნებოდა საუბარი. ეს იყო წინარე დოკუმენტი, რომელიც დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია...აშკარად არაადეკვატური იყო ეს რეაქცია იმ დოკუმენტის სტატუსისა და მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა",— აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის გაცემა მასთან არ იყო შეთანხმებული და ამ საკითხზე შიდა მოკვლევა დაიწყო.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გუშინ , 30 მაისს გაუქმდა. ამას წინ უძღოდა ანაკლიის კონსორციუმის საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობამ მათ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დაუმალა. 

31-05-2019

წყარო: on.ge

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

21-10-2022

1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

10-05-2019

ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე

05-04-2019

სავაჭრო პასპორტი EBRD-სგან

05-04-2019

სავაჭრო პასპორტი EBRD-სგან

25-04-2019

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

21-10-2022

1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

10-05-2019

ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ