გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე
ნავიგატორი
1864


გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგზე:

„კულტურათაშორისი კომპეტენცია და წარმატებული თანამშრომლობა გერმანელ ბიზნეს პარტნიორებთან/კლიენტებთან“.

გერმანულ ფირმებთან და ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მოითხოვს არა მხოლოდ ენის კარგ ცოდნას, არამედ გერმანული კულტურისა და მუშაობის სპეციფიკის ინტენსიურ შეცნობას. გერმანელების ეფექტური მუშაობის სტილი, „Made in Germany“-ის პროდუქციის ხარისხი და ძალიან წარმატებული გერმანული ეკონომიკა ეფუძნება ფაქტორებს, რომელთა ანალიზი გადამწყვეტია საერთაშორისო წარმატებული თანამშრომლობისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:

  • გერმანული და ქართული მუშაობის სპეციფიკა

  • გერმანული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები

  • გერმანელ პარტნიორებთან და კლიენტებთან კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი

  • საკუთარი ინტერკულტურული კომპეტენციების შემუშავება

ტრენინგს გაუძღვება კომპანია KulturenDialog-ის მფლობელი და მენეჯერი სოფია შუსტერი. სოფია გახლავთ ეკონომისტი, სერტიფიცირებული ინტერკულტურული ტრენერი „Diversity Management“-ის სპეციალიზაციით, კომუნიკაციის- და ანტირასიზმის ტრენერი.

მიზნობრივი აუდიტორია: გერმანულ ექსპორტის სფეროში დასაქმებული ქართველები.

თარიღი: 13 ივნისი, 10:00 – 17:00 საათი
ადგილი: სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი

ტრენინგის საფასური:  გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრებისთვის - 180 ლარი, სხვა შემთხვევაში 220 ლარი.

საფასური მოიცავს ყავისა და ლანჩის შესვენებას და ყველა საჭირო მასალას ტრენინგის მიმდინარეობისას.

სრული პროგრამა და მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ტრენინგზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ 10 ივნისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ramaz.vadachkoria@georgien.ahk.de

06-06-2019

წყარო: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება

24-11-2020

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი

25-03-2019

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება

19-04-2019

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან

01-05-2019

კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა

01-05-2019

კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა

24-11-2020

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - FDI გრანტი

25-03-2019

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება

19-04-2019

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ