|
| 2044 |
|---|
გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება
| იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, გერმანია საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს. პროექტის ფარგლებში დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.
შეთანხმებას ხელი დავით სერგეენკომ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის აქტივობებს ითვალისწინებს.
ირკვევა, რომ პროექტი 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. |

22-02-2019
წყარო: commersant.ge
|
08-04-2019 „თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ“ |
|---|
|
23-11-2022 New Call for Application Berlin Scholarship Program: Empowering Journalists in the Digital Field |
|
01-04-2019 6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება |
|
08-04-2019 Netflix-ი ფასებს ზრდის |