„თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ“
ნავიგატორი
1630


„თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ“

თუ ჩავთვლით, რომ რეგულაციებში რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება დაიწყო.

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება დაიწყო, ანუ სესხების გაცემა არ უნდა ხდებოდეს შემოსავლების გადამოწმების გარეშე, რადგანაც ძალიან ბევრ სიტუაციაში ეს უკვე გამოიწვევს მსესხებლების ვალაუვალობას; ჭარბვალიანობაზე პირველად საუბარი ჩვენ დავიწყეთ. გასული წლის მარტის ბოლოს, როცა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა იყო, პრესრელიზში ამაზე იყო ინფორმაცია.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით და მე თავადაც განვაცხადე, რომ ყველა რეგულაციას აქვს თავისი თანმდევი მოვლენები და ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა არის შედეგები. ამ ეტაპზე რაც გაქვს, მიმართულება არის ზუსტად ისეთი; თუნდაც იგივე იპოთეკურ სესხებს რომ შევხედოთ, მარტის არასრული, ბოლო ინფორმაცით, წლიური ზრდა 30%-ია, ამიტომ ჩვენ შევხედავთ, რა არის გასაკეთებელი, დავაკვირდებით ტრენდებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ კიდევ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს დაკვირვების ეტაპი და შესაძლოა, რომ ეს იყოს 6-თვიანი პერიოდი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხიბს: „როგორც მინიმუმ... იანვარი და თებერვალი არის ძალიან სუსტი პერიოდი, როგორც მინიმუმ პირველი კვარტალი და რაღაც პერიოდი დაგვიჭრდება, რომ შევხედოთ და თუ ჩავთვლით, რომ რაიმე ცვლილება არის შესატანი, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ. თუმცა ეს აუცილებლად დაფუძნებული იქნება ანალიზზე, მაგრამ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპი ანუ სესხები გაიცეს შემოსავლების დადასტურებით, ეს აუცილებელია, რადგან ამას აკეთებს ყველა ის პასუხისმგებლიანი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, ზეგინდელ დღეზე და მომავალზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

08-04-2019

წყარო: bpn.ge

31-05-2019

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს

30-01-2023

კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

22-08-2019

ექსპერტის მოსაზრება: გენდერული თანასწორობის მიღწევა გენდერული მონაცემების გარეშე შეუძლებელია

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

01-05-2019

დღეიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

31-05-2019

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს

30-01-2023

კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

22-08-2019

ექსპერტის მოსაზრება: გენდერული თანასწორობის მიღწევა გენდერული მონაცემების გარეშე შეუძლებელია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ