საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება
ნავიგატორი
1980


საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის. კერძოდ, სხვადასხვა რეგიონში სოფლის მეურნეობის ფასების შესახებ მონაცემების შეგროვების შემდეგ, მათი მიღება სპეციალური ონლაინ პლატფორმით მოხდება, რომლის საშულებითაც ბაზარზე არსებული ფასები ავტომატურად სამინისტროს სერვერზე აიტვირთება.

 

East Fruit წერს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მონიტორინგის სისტემის დახვეწა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, FAO-სთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. როგორც FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში განაცხადა, აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს მონიტორინგის პროცესს და ამასთან, მაქსიმალურად შეამცირებს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას.

 

ფასების მონიტორინგის სისტემა საქართველოს ხელისუფლებამ, ENPARD-სთან ერთად, 2015 წელს ჩამოაყალიბა.ამჟამად მონიტორინგი ხორციელდება 59 მუნიციპალიტეტში და მოიცავს 100-ზე მეტ სასოფლო სამეურნეო პროდუქტს.

 

საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების თანამშრომლები ფასების შესახებ ინფორმაციას დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ყოველკვირეულად აგროვებენ და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, მათი შემდგომი გადამუშავებისა და გაანალიზების მიზნით აწვდიან.

22-02-2019

წყარო: commersant.ge

17-02-2019

ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს

01-03-2023

A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს

28-02-2023

ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე

28-02-2023

ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე

17-02-2019

ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს

01-03-2023

A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ