|
| 1750 |
|---|
ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია
| საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში, საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ ცხრა ინდიკატორში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და სტარტაპებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია. „აღნიშნული წარმატება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის მართებულობას და ეფექტიანობას, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და შექმნას ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის მიზნით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. |

03-07-2019
წყარო: 1tv.ge
|
13-05-2019 იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის |
|---|
|
05-04-2019 ივანე მაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება |
|
18-03-2019 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა |
|
24-04-2019 გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის |