FAO ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების შესახებ რეგიონულ დიალოგს მართავს
ნავიგატორი
1861


FAO ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების შესახებ რეგიონულ დიალოგს მართავს

2019 წლის 2-3 ივლისს, FAO-მ ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის 18 წარმომადგენელი ესწრებოდა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა (GIAHS) წარადგინა

GIAHS-ის პროგრამების რეგიონის მასშტაბით დანერგვა ხელს შეუწყობს, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვისგენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება რეგიონის ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების პროცესში. FAO-ს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის რეგიონალურ პროგრამაზეპასუხისმგებელი პირის, ტანია სანტივანეზის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ერთ-ერთი საშუალებაა ქვეყნები წარმატებით გაუმკლავდნენ იმ სასოფლო-სამეურნეო გამოწვევებს, რომელიც კლიმატის ცვლილების ფონზე სულ უფრო იზრდება.

"ეს უნიკალური ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემები წარმოადგენენ სოფლის მდგრადი მეურნეობის მოდელებს, რომლებმაც გაუძლეს კლიმატის ცვლილებებს” - განაცხადა  სანტივანეზმა.

GIAHS-ის პროგრამა ემყარება თემთა რთულ და კომპლექსურ ურთიერთობას მათ კულტურულ, სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტთან, ისევე როგორც ბიოფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან. ეს თემები ინახავენ საუკუნეების მანძილზე ნაგროვებ გამოცდილებას, რის შედეგადაც შეიქმნა გამძლე ეკოსისტემები, რითიც მათმა სასოფლო სამეურნეო საქმიანობამ გაუძლო კლიმატის ცვლილებების დამანგრეველ ეფექტს. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკის გამოყენება რეგიონის სხვდასხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ. ამ პრაქტიკისათვის ამჟამად, შერჩეულია ევროპისა და ცენტრალური აზიის ექვსი ადგილი (ორი იტალიაში, სამი ესპანეთში და ერთი პორტუგალიაში)სადაც GIAHS პროგრამის განხორციელება დაიწყება.

დიალოგის კიდევ ერთი მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონალური ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატისცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. GIAHS-ის დიალოგში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთისდა ტაჯიკეთის წარმომადგენლებმა.

03-07-2019

წყარო: pia.ge

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

02-05-2019

საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო

19-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

29-08-2019

შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ

29-08-2019

შვედეთის პარლამენტის დელეგაცია თბილისის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კრიზისულ ცენტრს ესტუმრენ

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

02-05-2019

საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო

19-03-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ