|
| 1876 |
|---|
საქსტატი - ივნისში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი, 4.3 პროცენტამდე შემცირდა
| სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს ერთი (-1) პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა, მაისში წლიური ინფლაცია 4.7 პროცენტი იყო. საქსტატის ცნობით, ივნისში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი კლება. ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-27.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1.3 პროცენტით, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე 0.7 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 1.1 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 1.0 პროცენტით. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე 1.9 პროცენტით. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში 20.1 პროცენტით; ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება; დასვენების, გართობისა და კულტურის მიმართულებით ფასები გაზრდილია 5 პროცენტით; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კი, მომატებულია 2.9 პროცენტით. |

03-07-2019
წყარო: 1tv.ge
|
29-03-2019 Caucasus built 2019 in Expogeorgia for a talk and introduction to our shingles |
|---|
|
08-11-2022 თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო |
|
10-04-2019 Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო |
|
03-03-2019 გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს |