|
| 2093 |
|---|
რედისონ ბლუ ივერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების კონფერენცია მიმდინარეობს
| ✔ რედისონ ბლუ ივერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიან თარიღთან დაკავშირებით, რეგიონული კონფერენცია - "გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მონიტორინგისთვის" მიმდინარეობს. ✔ კონფერენცია, რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული სტატისტიკის გლობალური ინიციატივის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. ✔ კონფერენციის მონაწილეები მდგრადი განვითარების მიზნების (#SDGs) ნაციონალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატებების, გენდერული სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების, გენდერულ ჭრილში აქტივების ფლობისა და დროის გამოყენების, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის კვლევების შედეგად გამოვლენილ გამოწვევებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელებენ. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ:http://unwo.men/NjhF50va6wb |

25-07-2019
წყარო: UN Women Georgia
|
08-11-2022 თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო |
|---|
|
03-06-2019 საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება |
|
09-09-2019 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე |
|
18-03-2019 დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“ |