თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
ნავიგატორი
984


თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 


„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ახალი პროგარმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულები პროგრამის განხორციელების პროცესში. თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპია პროგრამაში ფერმერების ჩართვა. პროგრამაში რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ფერმერებს აგრობარათებზე კუთვნილი დახმარება ჩაერიცხებათ“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

 


თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 - 3 ჰექტარი თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. დახმარება ქულების სახით გაიცემა და ფერმერებს აგრობარათზე დაირიცხებათ.

3 ჰექტრის ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

08-11-2022

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

11-04-2019

აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა

31-05-2019

თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება

26-10-2022

სტიპენდიები შვეიცარიაში

13-01-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

13-01-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

11-04-2019

აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა

31-05-2019

თემქის ხევში საქალაქო პარკი გაშენდება

26-10-2022

სტიპენდიები შვეიცარიაში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ