აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა.
ნავიგატორი
1788


აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა.

► აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა.

► ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით.

► ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ გახსნეს. მინისტრმა, სტუმრებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა და აბაშის ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.

► „ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სტანდარტები სულ უფრო უმჯობესდება. ჩვენი ამოცანაა, სურსათის უვნებლობის კონტროლი მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულად მოიცავდეს რეგიონებსაც. ამისათვის კი, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მობილიზება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები ჰქონდეს. აბაშის ახალი ოფისი, ამის კარგი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

► როგორც მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, დღეიდან, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება თანამედროვე სტანდარტების ოფისის მომსახურებით ისარგებლონ. 

► აბაშაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოში სამეცნიერო მისით მყოფი მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ესწრებოდნენ.

27-08-2019

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

03-04-2023

ჯეოლაბი - უფასო კურსები ემიგრანტებისთვის

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

20-02-2019

ტრენინგები: ტოპ-მენეჯერებისთვის

28-02-2023

ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე

28-02-2023

ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე

03-04-2023

ჯეოლაბი - უფასო კურსები ემიგრანტებისთვის

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

20-02-2019

ტრენინგები: ტოპ-მენეჯერებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ