ჯეოლაბი - უფასო კურსები ემიგრანტებისთვის
ჯეოლაბი, ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობას აძლევს გაიარონ ჯეოლაბის მოკლე საბაზისო კურსები სრულიად უფასოდ, შემდეგი მიმართულებებით:
???? გრაფიკული დიზაინი
???? ვებპროგრამირება Front end (HTML, CSS)
???? UI/UX დიზაინი
???? სოციალური მედია მენეჯმენტი
პროექტის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მიეცეთ შესაძლებლობა გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და პროფესიებს. გადაგდან პირველი ნაბიჯები ჯეოლაბის მოკლე კურსის დახმარებით, რაც მათ დაეხმარებათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და განავითარების გზები.
ჯგუფების შედგენა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით. ლექციებს ჩაატარებენ ჯეოლაბის კურსდამთავრებული მოხალისე სტუდენტები.
კურსის განმავლობაში ჩატარდება 6 ლექცია (12 საათი)
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 23 აპრილი 23:00 საათი
წყარო: ჯეოლაბი