![]() |
5389 |
---|
![]() |
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ |
უნიკალური ნომერი: 000111
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.
სტიმული მიეცეს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას.
მოხდეს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის და კერძო სექტორის გაძლიერება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში განხორციელდეს ინვესტიციები. შედეგად, გაუმჯობესდება ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ახალგაზრდებზე მორგებული დაფინანსების მოდელების შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა და ამავდროულად მოახდინონ საკუთარი გეგმების რეალიზება.
დაფინანსების მიღებამდე და დაფინანსების პროცესში მათი სწორი ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფა, რათა განხორციელდეს გეგმების სწორი ფორმაცია.
დაფინანსების შემდგომი დახმარება, რათა გეგმების განხორციელების პროცესში გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://danida.apma.ge
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 23-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 665 დღე;
31-01-2019 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით |
---|
20-02-2019 დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი |
25-01-2019 მედიის მხარდაჭერა |
28-01-2019 მცირე საოჯახო სახლები |