ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001180 დასრულებული

გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად მწვანე და სოციალური მეწარმეობის რეგიონული იდეათონი

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
12.09.2022
საიტზე დამატებულია
14.07.2022

კონკურსის შესახებ:

18-29 სექტემბერს, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება პირველი მწვანე და სოციალური მეწარმეობის რეგიონული იდეათონი - "გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად". იდეათონის მიზანია, საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა სამეწარმეო გზით.

ღონისძიება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

1. პირველადი იდეის წარდგენა;

2. სამეწარმეო და გარემოსდაცვითი ტრენინგმოდული;

3. მენტორინგი;

4. დემო დღე.

შეხვედრების ბოლოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ბიზნესმოდელები მოწვეულ მენტორების დახმარებით დახვეწონ და სფეროს ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ.

იდეათონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამეწარმეო იდეის პირველადი განაცხადი.

განაცხადის ფორმა იხილეთ აქ: https://bit.ly/3OMJDUH

იდეათონში წარდგენილი ბიზნესიდეის თემატური მიმართულებებია:

·ნარჩენების მართვა;

·კლიმატის ცვლილება;

·განახლებადი ენერგიები;

·კლიმატგონივრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში;

·NEET ახალგაზრდების გაძლიერება;

·ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;

·ახალგაზრდების დასაქმება.

იდეის შეფასების კრიტერიუმები:

o პრობლემის აქტუალურობა & შესაბამისობა თემატურ მიმართულებებთან;

o იდეის განხორციელებადობა;

o იდეის ბიზნესკომპონენტი;

o გუნდის გამოცდილება;

o იდეის რეგიონული კონტექსტი და განხორციელების არეალი მოიცავს საქართველოსა და სომხეთს (წახალისებული იქნება იდეები, რომლებიც საქართველოსა და სომხეთს შორის განხორციელდება და ექნება რეგიონული კონტექსტი).

იდეათონში მონაწილეობა შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გორი, ნინოწმინდა, ახმეტა, საგარეჯო, გურჯაანი, ონი, ამბროლაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ტყიბული, ზესტაფონი და ჭიათურა.

მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად.

გუნდში მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობაა - 5.

იდეათონში რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pH6pC2fGPG1YEHq3A


წყარო: CENN