მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- მიმდინარე
- საიტზე დამატებულია
- 30.04.2024
კონკურსის შესახებ:
თუ ცხოვრობთ მაღალმთიან რეგიონებში და გსურთ სასოფლო-სამეურნეო ტექინიკის შეძენა, პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ მიზანია მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში (მაღალმთიანი დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“. დაგენილებაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე).
საქართველოს მთავრობის დადგენილება
გაზიარება
სიახლეები
22 აპრილი, 2024 - 11:21
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო