ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა
ნავიგატორი
7609


ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001215

კონკურსის შესახებ:

თუ ხართ ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში და გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

  • საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები;
  • პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების* შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ კოოპერატივების მართვის სრულ საკონსულტაციო მომსახურეობას.

*შენიშვნა: მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააგენტოს რომელიმე პროგრამაში.

დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
  • პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50% და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
  • მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 5,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის დასერტიფიცირების, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 20,000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არა უმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10,000 ლარისა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 8,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 4,000 ლარით.
  • ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
  • ბრენდირების შექმნასთან დაკავშირებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 20,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
  • აღჭურვილობის შეძენა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
  • მართვის საკონსულტაციო მომსახურება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით.
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 750 ლარით.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს

  • ფლობდეს სააგენტოსთან გაფორმებულ თანადაფინასების ხელშეკრულებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა);
  • რეგისტრირებული იყოს “ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის” რეესტრში

შევსებული განაცხადის ფორმა (ბრენდირების მიზნობრიობის შემთხვევაში, ბრენდინგის მზადყოფნის კითხვარი), რომელსაც თან ერთვის განაცხადის თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურში ან რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge -ზე.

მონაწილე ვალდებულია:

● უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვა და სერთიფიცირება ან/და იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწაროებელი ან და გამამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისთვის, შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 36 თვის ვადაში;

● უზრუნველყოს ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 18 თვეში.

● არ გაასხვისოს პროდუქტის ბრენდირებისათვის საჭირო აღჭურვილობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში.

*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 01-09-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9468 დღე;






07-02-2024

The funding scheme “circulation of European literary works”

11-08-2023

ტექნიკური დახმარების პროგრამა

15-02-2024

სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

23-11-2022

EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II

23-11-2022

EU4Dialogue კომპონენტი 2 საგრანტო მექანიზმი – რაუნდი II

07-02-2024

The funding scheme “circulation of European literary works”

11-08-2023

ტექნიკური დახმარების პროგრამა

15-02-2024

სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ