|
6488 |
---|
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001445
პროგრამაში განცხადების მიღება, ჩაის ხელის საკრეფი დანადგარის თანადაფინანსების მიზნობრიობით, 1 მაისს დაიწყო
კომბაინისა და სხვა მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით განაცხადების მიღება შეჩერებულია |
თუ გსურთ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
პროგრამის პირობები
პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა.
სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში (გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) − არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.
ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარისა.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
პროგრამის ბენეფიციარი
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.
შეზღუდვები
პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.
ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შეძენილ ტექნიკას ვერ გაყიდის/გაასხვისებს 5 წლის განმავლობაში;
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ 5 წლის ვადით;
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში;
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე;
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი, ამასთანავე თუ ტრანშის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარი მოახდენს სალიზინგო კომპანიისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადმოფორმებას, ვალდებულია ტექნიკა დააგირავოს სააგენტოს სასარგებლოდ გადმოფორმებიდან 5 წლის ვადის გასვლამდე დარჩენილ პერიოდზე.
ინტერესთა კონფლიქტი
პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლოს-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიაში.
თანადაფინანსების მიღების ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა
ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, უნდა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმას, ატვირთოთ თანმდევი დოკუმენტები და გააგზავნოთ განაცხადი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თანმდევი დოკუმენტებიდან, რომელიმე იქნება გამოტოვებული განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.
სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადსა და დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია არ შეესაბამება პროგრამის პირობებს, განაცხადი იქნება უარყოფილი და ვებგვერდის ან/და ელ. ფოსტის საშუალებით გეცნობებათ უარყოფის მიზეზი. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი განაცხადის შემოტანა და ყველა საჭირო პროცედურის თავიდან გავლა.
განაცხადების განხილვას სააგენტო განახორციელებს რიგითობით განაცხადის წარმოდგენის თარიღის მიხედვით.
თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია შეესაბამება პროგრამის პირობებს, ბენეფიციართან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, სადაც აღწერილი იქნება ბენეფიციარის და სააგენტოს ვალდებულებები.
ხელშეკრულების გამზადების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ სატელეფონო ცხელი ხაზის ან/და ელ ფოსტის საშუალებით განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტაზე. ბენეფიციარი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციართან არ გაფორმდება ხელშეკრულება და პროცედურების გავლა მოუწევს თავიდან.
ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თარიღში ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.
თანადაფინანსების გაცემა
თანადაფინანსების მისაღებად თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში სააგენტოს კანცელარიაში/საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში უნდა წარმოადგინოთ თანადაფინანსების ან მისი რომელიმე ტრანშის მოთხოვნის განცხადება და თანმდევ დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში თუ, ტრანშის მოთხოვნა არ განხორციელდება აღნიშნულ ვადაში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაუქმდება და ყველა საჭირო პროცედურის გავლა თავიდან იქნება საჭირო.
თანადაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობის დადასტურება
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტის შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, თანადაფინანსების მიღებიდან 5 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოთ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასთან და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.
ტექნიკის ადგილობრივი მომწოდებლის შემთხვევაში საკუთარი თანამონაწილეობის თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარმოადგინოთ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის მიზნობრივად ხარჯვასთან და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით (ტექნიკის მიწოდება), რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.
გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება
სააგენტო ბენეფიციარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ახდენს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ) გირავნობით დატვირთვას 5 წლის ვადით, თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან 6 თვის ვადაში.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 01-05-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9218 დღე;
26-03-2024 სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი |
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
21-07-2024 სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |
15-02-2023 სასწავლო გრანტი სტარტაპებისათვის |
---|
15-02-2023 სასწავლო გრანტი სტარტაპებისათვის |
---|
26-03-2024 სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი |
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
21-07-2024 სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა |