საპილოტე პროგრამა ქალებისთვის
ნავიგატორი
1267


საპილოტე პროგრამა ქალებისთვის

უნიკალური ნომერი: 001225

კონკურსის შესახებ:

როგრამის შესახებ

თუ ხართ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობის მოწყობით საპილოტე პროგრამა ქალებისთვის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება.


შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.

პროგრამის მიზანი და ამოცანები

  • პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
  • პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია - UN Women.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის განკარგულება

ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის უნდა გააჩნდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად ან/და თანასაკუთრებად რეგისტრირებული ჯამურად არა უმეტეს 5,000 კვ.მ მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ან/და ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ განახორციელებს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაციას ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტებას, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.

განაცხადების განხილვის დროს, პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოტენციურ ბენეფიციარს რომელსაც:

  • გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი;
  • ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი;
  • შემოტანილი აქვთ განაცხადი ყველაზე ადრე.

პროგრამის პირობები და თანადაფინანსება

თანადაფინანსება განისაზღვრება სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 90%-ით, მაგრამ არა უმეტეს 25,000 ლარისა.

დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

  • განაცხადის ფორმა;
  • პოტენციური ბენეფიციარის ან/და უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტი;
  • შესასყიდი საქონლის/მომსახურების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს სასათბურე მეურნეობის მონტაჟს და შემდეგ ინფორმაციას:
    • მხარეთა რეკვიზიტები;
    • მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა, რა ნაწილზეც ხდება სასათბურე მეურნეობის მოწყობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი;
    • სათბურისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება, ვალუტა;
    • მონტაჟის დასრულების თარიღი;
    • გადახდის პირობები.
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ფლობის შესახებ;
  • სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (2022 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით) პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჯამური ფართობის შესახებ;

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად/თანასაკუთრებად რეგისტრირებულ ჯამურად არაუმეტეს 5 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ს.

  • თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების შესახებ;
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი. (მათი ყოლის შემთხვევაში).
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

ვალდებულებები

ბენეფიციარი ვალდებულია სასათბურე მეურნეობის მოწყობიდან 2 წლის განმავლობაში:

  • არ გაასხვისოს სასათბურე მეურნეობა;
  • შეინარჩუნოს სასთბურე მეურნეობის პროფილი;

ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ბენეფიციარებისათვის.

ცოდნის მიღების მიზნით, ფინანსური დახმარების მიღებამდე, ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ თეორიული კურსი სასათბურე მეურნეობის მართვასა და სპეციფიკური კულტურების მოვლაზე.

დაფინანსების მიღების შემდეგ პრაქტიკული ტრენინგები განსაზღვრული კულტურებისათვის.

ბენეფიციარისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გადაეცემათ, პროგრამით გათვალისწინებული კულტურების აგრო ტექნოლოგიური რუკა.

პროგრამის მონიტორინგი

სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობების საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 21-09-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9946 დღე;






07-01-2022

ტურისტული სერვისების ინდუსტრია

23-01-2022

შარქ თენქ საქართველო

07-05-2022

დანერგე მომავალი

06-09-2022

საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის

06-09-2022

საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის

07-01-2022

ტურისტული სერვისების ინდუსტრია

23-01-2022

შარქ თენქ საქართველო

07-05-2022

დანერგე მომავალი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ