1 წუთიანი ფილმების კონკურსი
ნავიგატორი
11762


1 წუთიანი ფილმების კონკურსი

უნიკალური ნომერი: 001642

კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შემდეგ საკითხებზე:

  • ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჯანმრთელობაზე
  • ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება კლიმატზე და გარემოზე
  • – ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და შემცირებით გამოწვეული დადებითი ეფექტი ჯანმრთელობაზე და კლიმატზე
  • ჰაერის დაბინძურების ეპიზოდებით წარმოქმნილი პრობლემების პრევენცია, მომზადება და მოგვარება.

კონკურსში გამარჯვებული ფილმები გამოყენებული იქნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია

ჯანმრთელობა და გარემო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ადამიანის საქმიანობა წარმოადგენს მავნე ნივთიერებების მთავარ წყაროს.

მაგალითად, ჰაერის დაბინძურება მრავალი თვალსაზრისით საზიანოა ჯანმრთელობისთვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი და დამამძიმებელი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჰაერის დამაბინძურებლების დონე კვლავაც აღემატება ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე მკაცრ მითითებებს. ევროკავშირში ჰაერის დაბინძურებამ, 2019 წელს, გამოიწვია 307 000-ზე მეტი ადამიანის ნაადრევი გარდაცვალება, ძირითადად, ანთროპოგენური (ადამიანის საქმიანობით გამოწვეული) ემისიების გამო; ხოლო 2017 წელს, სამრეწველო დაბინძურებით მიყენებული ზარალი შეფასდა მინიმუმ 233 მილიარდ ევროდ. ჰაერის დაბინძურების დონე საქართველოში ხშირად აღემატება ევროკავშირისა და ჯანმო-ს მითითებებს (განსაკუთრებით თბილისსა და რუსთავში, სადაც ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 1/3-ზე მეტი).

წარმატებული საკომუნიკაციო მიდგომებმა პოლიტიკის შექმნელებისა და გამტარებლებისთვის, ხაზგასმა უნდა გააკეთონ წყაროების გავრცელების, წყაროების ემისიების კონტროლის, მოსახლეობის შეწონილი ექსპოზიციის, როგორც ინტერვენციების სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე, ადგილობრივი პოლიტიკის გარდა, რეგიონულის მნიშვნელობაზე, და სხვა პოლიტიკების თანასარგებლობის რელევანტურობაზე (მაგ. კლიმატის შერბილება). საზოგადოებას უნდა ეცნობოს პრობლემის სირთულისა და წყაროების რელატიურობის მნიშვნელობის შესახებ. საზოგადოებასთან წარმატებული საკომუნიკაციო მიდგომები უნდა მოიცავდეს კომუნიკაციას ადგილობრივ და ინდივიდუალურ (პიროვნულ) დონეზე, პრაქტიკულ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს პირების მიერ ჰაერის დაბინძურების და მათ მიმართ ჰაერის დაბინძურების ექსპოზიციის შესამცირებლად. ადამიანები მოტივირებულნი არიან თვითეფექტურობის გრძნობით და უგულებელყოფენ იმ საფრთხეებს, რომელთა შემცირებაც არ შეუძლიათ.

მთავარი გზავნილები

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები

საქართველოში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ძირითადად გამოწვეულია სამშენებლო სექტორის, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვებით, საყოფაცხოვრებო (გათბობისა და სამზარეულო საქმიანობის მიზნებისთვის, განსაკუთრებით წვისთვის), სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორებში გამოყენებული ენერგიით.

ჯანმრთელობაზე ზემოქმედება

პაწაწინა, უხილავი დაბინძურების (მტვრის) მყარი ნაწილაკები (PM2,5, PM10, O3 და NO2) ღრმად აღწევს ჩვენს ფილტვებში, სისხლსა და სხეულში. გაეროს შეფასებით, მთელს მსოფლიოში, აღნიშნული დამაბინძურებლები პასუხისმგებელნი არიან ინსულტით, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებითა და ფილტვის კიბოთი გამოწვეული გარდაცვალების დაახლოებით მესამედზე, ხოლო გულის შეტევით გამოწვეულ გარდაცვალების მეოთხედზე. მიწის დონეზე არსებული ოზონი, რომელიც წარმოიქმნება მრავალი სხვადასხვა დამაბინძურებლის მზის სინათლესთან ურთიერთქმედებით, ასევე წარმოადგენს ასთმისა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მიზეზს. ბავშვები, ბიოლოგიური განვითარების გამო, იმყოფებიან გაცილებით უფრო მეტი რისკის ქვეშ. ახალი კვლევები აჩვენებენ, რომ ჰაერის დაბინძურების ექსპოზიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს კოგნიტურ დაქვეითებასთან, დარეგისტრირებული ეფექტებით, რომელიც ვარირებს ჩვილებსა და ბავშვობაში ნეიროკოგნიტური განვითარების კოგნიტური დარღვევებიდან, კოგნიტური დაქვეითების უფრო მაღალ მაჩვენებლებამდე და დემენციამდე, რომელიც თავს იჩენს ცხოვრების გვიან ეტაპზე.

კლიმატზე ზემოქმედება

მთელს მსოფლიოში, ჰაერის ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედამიწის კლიმატთან და ეკოსისტემებთან. ჰაერის დაბინძურების მრავალი ფაქტორი (ანუ, წიაღისეული საწვავის წვა), ასევე წარმოადგენს სათბურის გაზების (აირების) ემისიების წყაროს. ამრიგად, ჰაერის დაბინძურების შემცირების პოლიტიკა, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებათა ტვირთის შემცირებით, გთავაზობთ ორივე მხარისთვის მომგებიან (win-win) სტრატეგიას, როგორც კლიმატისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის, რაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას.

კლიმატის მოკლევადიანი დამაბინძურებლები მიეკუთვნებიან იმ დამაბინძურებლებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაკავშირებულია, როგორც ჯანმრთელობის ეფექტებთან, ასევე მოკლევადიან გლობალურ დათბობასთან. ისინი ატმოსფეროში შეიძლება ძლებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, ან რამდენიმე ათწლეული. შესაბამისად, მათი შემცირება, ჯანმრთელობასა და კლიმატზე შეიძლება მყისიერად აისახოს დადებითად, მათზე, ვინც ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული დონე ეცემა.

ჰაერის დაბინძურება საზოგადოებას მაღალ ფასი უჯდება, მათ შორის, ეკონომიკაზე, შრომის პროდუქტიულობაზე, ჯანდაცვის ხარჯებსა და ტურიზმზე, უარყოფითი ზემოქმედების გამო. აქედან გამომდინარე, ჰაერის დაბინძურების კონტროლში, ეკონომიკური სარგებლის ინვესტირება არ შეიძლება გადაჭარბებულად შეფასდეს, და ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მოქმედების ეკონომიკური დასაბუთება და ჰაერის დაბინძურების პრობლემების, ხარჯთ-ეფექტურად გადაწყვეტის გზები.

ჯანმრთელობის კუთხით, ყველაზე დიდი სარგებელი სავარაუდოდ მიღწეული იქნება მაშინ, როდესაც ექსპოზიციის შერბილება ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ამცირებს ქრონიკული ზიანის რისკს. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ექსპოზიციის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით რეკომენდაციების გაცემა ყოველთვის ვერ იქნება შესაძლებელი ან არ იქნება მიზანშეწონილი. თუმცა, ადგილმდებარეობის, დროისა და ღია ცის ქვეშ აქტივობის ტიპის მოდიფიცირებამ, შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს დაბინძურების ექსპოზიციები, რადგან ჰაერის დამაბინძურებლების დონე განსხვავდება, როგორც სივრცეში, ასევე დროში.

ზოგადად

  • ჰაერის ხარისხისა და რეკომენდაციების შესახებ იხილეთ ჰაერის ხარისხი air.gov.ge-ზე;
  • იზრუნეთ იმაზე, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებების გამომყოფი სხვა აქტივობებით, არ გააუარესოთ დაბინძურების აღნიშნული ეფექტები (თამბაქოს მოხმარება);
  • დაბინძურების ეპიზოდის დროს შექმნილი მდგომარეობა არ ამართლებს შემაკავებელ ზომებს; შესაბამისად, საჭირო არ არის შეიცვალოს ჩვეულებრივი განიავება (ვენტილაცია) და მისი გამოყენება.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

საქართველოს ყველა რეზიდენტს, სტუდენტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. კონკურსში ყველა მონაწილე უნდა იყოს 18 წელზე უფროსი ასაკის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ვიდეო ფოკუსირებული უნდა იყოს ჰაერის ხარისხზე და ჯანმრთელობის და გარემოს/კლიმატის იმ საერთო სარგებელზე, რომელიც მიიღწევა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლით.
  • კონკურსანტებმა ვიდეო უნდა გამოაგზავნონ, ანიმაციური ან/და გადაღებული ფილმის სახით. სიუჟეტი შეიძლება იყოს დოკუმენტური, გამოგონილი ან შერეული
  • ფილმი უნდა იყოს ქართულად, სუბტიტრებით.
  • ფილმი არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული რომელიმე პლატფორმაზე
  • ავტორს, ფილმზე ან ფილმში გამოყენებულ ყველა კადრზე უნდა გააჩნდეს საავტორო უფლება
  • საჭიროების შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს ფილმის ყველა შესაძლო მსახიობის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო წერილის ფორმა)
  • ავტორს უნდა ჰქონდეს ფილმში მუსიკის გამოყენების სრული უფლება
  • აუდიოსა (ხმები და ფონური მუსიკა) და ვიდეოს ხარისხი
  • ფილმის ფორმატი – სულ მცირე HD ხარისხი, 1920×1080, mp4. გამარჯვებული ვიდეოები ასევე უნდა დამუშავდეს 1080×1080 ფორმატში, სოციალური მედიის რეკლამისთვის – გაითვალისწინეთ აღნიშნული ასპექტი ფილმის კომპოზიციების დაგეგმვისას.
  • ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 1 წუთი
    • უფრო მოკლე 15 წამი სოციალური მედიის გამოყენებისთვის
    • სამუშაო ფაილი შემდგომი რედაქტირებისთვის დკსჯეც-ის მიერ

დამატებითი ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ:

ჯანმოს მასალები: https://www.who.int/health-topics/air-pollution

10 Things To Know About Air Pollution (who.int) / Children and air pollution (who.int) / 10 ways you can fight air pollution (who.int)

ვიდეო: გამორთეთ ძრავი ყოველი გაჩერებისას, მოკლე ფილმი – YouTube; ევროპაში ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირებით მიღებული სარგებელი – YouTube ; Battling South East Asia’s Air Pollution Woes: The Air Quality Improvement Program in ASEAN (AQIP) (youtube.com)

რა კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას?

  • ფილმის კონცეფციას/სიუჟეტს
  • თემის ჩვენების კარკურსს/თემასთან შესაბამისობას
  • ვიზუალურ მიდგომასა და ფორმას
  • ტექნიკურ კონფიგურაციებს (აუდიო და ვიდეო ხარისხი)
  • ბრიფში წარმოდგენილ ერთ ან რამდენიმე მთავარი გზავნილის ჩართვას

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?

დასრულებული ვიდეო ატვირთეთ Youtube-ზე ან Vimeo-ზე (UNLISTED)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ არაფორმალური ელ-ფოსტის გამოგზავნით, თქვენი საკონტაქტო მონაცემებითა და ვიდეოს ბმულით, შემდეგ მისამართზე:

ანტუან პოგორზელსკი: antoine.pogorzelski@expertisefrance.fr და

დავით წულაია: datotsulaia@yahoo.com.

ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ „ერთწუთიანი ფილმი ჰაერის დაბინძურების შესახებ“.

ვიდეოს ბოლოს უნდა იყოს შენიშვნა: ეს ვიდეო მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია თვინინგის პროექტი და იგი არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს

განთავსდეს ლოგოები: ევროკავშირი საქართველოში (EUD), ექსპერტიზა ფრანსი (EF), ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტი (THL) და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC):

https://drive.google.com/drive/folders/1xbkq5HlKSXOhgCtKaXuXK1aaoda1hFI6?usp=drive_link

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2024 წელი.

რამდენია საპრიზო ფონდი?

გათვალისწინებულია ორი ოდენობის თანხა: პირველი ადგილისთვის 2 000 ევრო, ხოლო მეორე ადგილისთვის 1 000 ევრო.

როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა და ფილმების შეფასება?

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

გამარჯვებული ფილმები გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯც) ვებ გვერდსა და/ან (პოტენციური პარტნიორის) სოციალური მედიის არხებზე.

გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან ევროკავშირის დაძმობილების პროექტის დასკვნით სემინარზე, სადაც ასევე იქნება ფილმების ჩვენება.

კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვა პლატფორმაზე განთავსება დაუშვებელია.

გამარჯვებული ვიდეოების ავტორებს, ვიდეოსთან დაკავშირებულ ყველა უფლებას მიანიჭებს დკსჯც.

ჟიურის შემადგენლობა

  • 2-3 წარმომადგენელი დკსჯც-სა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან
  • 1 წარმომადგენელი თანამშრომლობაში მონაწილე შესაძლო მედიის ან სხვა პარტნიორისგან
  • 1-2 ევროკავშირის დაძმობილების ექსპერტი

ორგანიზატორი:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი „საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით“. დაძმობილების პროექტს ახორციელებს საფრანგეთი და ფინეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: Project sheet – Expertise France

ანტუან პოგორზელსკი, დაძმობილების პროექტის მუდმივი ადგილობრივი მრჩეველი:

  • ტელ.: საქართველოში +995 551 115 754;
  • Whatsapp: + +995 551 115 754

დავით წულაია, დაძმობილების პროექტის მუდმივი ადგილობრივი მრჩევლის თანაშემწე

  • ტელ: +995 599 50 71 67

წყარო: https://eu4georgia.eu/

დამატებულია: 09-01-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9230 დღე;






10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

15-12-2022

Small Grants

25-05-2023

სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის

25-05-2023

სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის

10-02-2023

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

23-04-2024

ჰორიზონტი ევროპას დაფინანსების შესაძლებლობები

15-12-2022

Small Grants


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ