|
629 |
---|
![]() |
საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის |
უნიკალური ნომერი: 001320
GIZ- ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საპროექტო იდეების მიღებაზე. კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული” პროექტების დაფინანსება გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.
პროექტის ძირითადი მიზანია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოში, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი
დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: კონკურსი განაცხადის ფორმა
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის
რეგიონი: გურია; იმერეთი; კახეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი;
პროექტის მიმართულება: ინფრასტრუქტურა და მშენებლობა; ტურიზმი;
დამატებულია: 13-01-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-06-2023
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 150 დღე;
23-12-2022 აგროდაზღვევა |
---|
26-08-2022 ინფორმაცია ევროკავშირის, კერძოდ “Horizon Europe”-ის საგრანტო შესაძლებლობების შესახებ |
01-09-2022 ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა |
09-01-2023 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა |