|
477 |
---|
![]() |
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001446
პროგრამაში განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო |
თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, სახელმწიფო გთავაზობთ ფინანსურ მხარდაჭერას მეფუტკრეობის მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე.
კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა:
ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.
სააგენტო უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, ისე თანადაფინანსებით შესყიდული სკების აღრიცხვას/რეგისტრაციას.
ბენეფიციარს, პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ვებგვერდზე რეგისტრაცია:
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი (კოოპერატივი) უნდა შევიდეს ვებგვერდზე.
რეგისტრაციის გვერდზე ველებში შეიყვანოს კოოპერატივისა და მისი წარმომადგენლის შესახებ მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია;
პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების შევსების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდგომ კოოპერატივის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და აცხადებს თანხმობას ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პროგრამის პირობებზე და აჭერს ღილაკს „თანხმობა“;
რეგისტრაციის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება სისტემაში და პოტენციური ბენეფიციარი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც გამოიყენებს ვებგვერდზე საკუთარ პანელზე შესვლისათვის;
აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებული კოოპერატივები შეძლებენ ვებგვერდზე განაცხადის გაკეთებას რეგისტრაციის გარეშე. პაროლის აღდგენისთვის კოოპერატივი უნდა დაუკავშირდეს სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო დეპარტამენტს ნომერზე: 1501.
განაცხადის შევსება:
განაცხადის შესავსებად კოოპერატივის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი შედის ვებგვერდის მართვის საკუთარ პანელში მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომელიც მიიღო რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
პროგრამების ჩამონათვალიდან ირჩევს “მეფუტკრეობის პროგრამას“ და განაცხადის შესავსებად აჭერს ღილაკს „დამატება“;
ტვირთავს შევსებულ განაცხადის ფორმას და ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიას;
განაცხადის გაგზავნაზე დაჭერით ეცნობა საინფორმაციო ფანჯარაში გამოტანილ ტექსტს და ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან გამოთხოვის საფუძველი;
გაგზავნილი განაცხადის კორექტირება დაუშვებელია;
იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - უარყოფილი;
იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულყოფილია, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.
განაცხადის განხილვის დასრულების შესახებ ინფორმაციას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 01-05-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9770 დღე;
13-01-2023 საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის |
16-03-2023 ღია კარის საგრანტო პროგრამა |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |
15-12-2022 Small Grants |
---|
15-12-2022 Small Grants |
---|
13-01-2023 საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის |
16-03-2023 ღია კარის საგრანტო პროგრამა |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |