|
ტექნიკური დახმარების პროგრამა
|
უნიკალური ნომერი: 001521
კონკურსის შესახებ:
პროგრამის შესახებ
თუ ხართ ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში და გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:
- საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები;
- პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
- ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების* შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ კოოპერატივების მართვის სრულ საკონსულტაციო მომსახურეობას.
*შენიშვნა: მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააგენტოს რომელიმე პროგრამაში.
დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
- პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
- სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50% და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
- მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 5,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 3,000 ლარისა.
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის დასერტიფიცირების, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 20,000 ლარისა, ხოლო თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არა უმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10,000 ლარისა;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მომსახურებისთვის რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 8,000 ლარით, დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 4,000 ლარით.
- ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 30% და არაუმეტეს 10,000 ლარით.
- ბრენდირების შექმნასთან დაკავშირებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 20,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
- აღჭურვილობის შეძენა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 10,000 ლარით;
- მართვის საკონსულტაციო მომსახურება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით.
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების მაქსიმუმ 70%-ით და არაუმეტეს 750 ლარით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს
- ფლობდეს სააგენტოსთან გაფორმებულ თანადაფინასების ხელშეკრულებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა);
- რეგისტრირებული იყოს “ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის” რეესტრში
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები; სხვა;
დამატებულია: 11-08-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;