2023 წლის 2 და 17 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები
ნავიგატორი
247


2023 წლის 2 და 17 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები

უნიკალური ნომერი: 001583

კონკურსის შესახებ:

2023 წლის 2 და 17 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი და გადამამუშავებელ საწარმოში არ ჩაუბარებიათ ყურძენი, გაიცემა ერთჯერადი დახმარება, დაზიანებული ვენახის ყოველ ერთ ჰექტარზე 3,500 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა.

ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახ(ებ)ი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ვენახების ერთიან კადასტრში.

2023 წლის 2 და 17 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც გადამამუშავებელ საწარმოში 2023 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაბარებულ დასეტყვილ ყურძენში მიღებული/მისაღები აქვს ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით არაუმეტეს 3,500 ლარისა, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განესაზღვრება ერთ ჰექტარზე 3,500 ლარსა და ყურძნის ჩაბარებიდან მიღებულ/მისაღებ ანაზღაურებას შორის სხვაობით.

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზიანებულ მიწის ნაკვეთის იმ ფართობზე, რომელზეც 2023 წლის ვაზის მოსავალი მოსახლეობას დაზღვეული აქვს „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, არ გაიცემა გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით უნდა მიმართოთ სოფლის განვითარების სააგენტოს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, შეხვედრების განრიგი იხილეთ. უნდა წარადგინოთ განაცხადი, რომელიც აუცილებელი წესით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ვენახ(ებ)ის დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (ვენახების ერთიანი კადასტრიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას.

საქართველოს მთავრობის განკარგულება


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 24-10-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9583 დღე;






15-02-2023

სასწავლო გრანტი სტარტაპებისათვის

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

20-10-2023

საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება რძისა და ხორცის საბაზრო სისტემების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით

28-09-2023

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

28-09-2023

ბაზარზე წვდომის წლიური საგრანტო კონკურსი

15-02-2023

სასწავლო გრანტი სტარტაპებისათვის

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

20-10-2023

საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება რძისა და ხორცის საბაზრო სისტემების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ