საგრანტო კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა
წყარო: აფხაზინტერკონტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.07.2024
- საიტზე დამატებულია
- 01.07.2024
კონკურსის შესახებ:
ფონდი "აფხაზინტერკონტი" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა" (PASS) ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) და ზემო იმერეთის (საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ტყიბული) რეგიონებში მცხოვრები ქალებისათვის.
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება:
** გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები,
** დევნილი ქალები,
** ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალები,
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ ბავშვების დედები,
** მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები.
დაფინანსების პირობები და ფარგლები: თითოეული ბენეფიციარისთვის მომზადების ან გადამზადების კურსის საშუალო ღირებულებაა 200 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროფესიის ათვისების ან არსებული კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი, შეუძლიათ განაცხადში მიუთითონ მენტორი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას თავადაც შეუძლია იზრუნოს პროფესიული სასწავლებლის შერჩევაზე. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება და ტრანსპორტირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს სასწავლებლად უხდება ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში მგზავრობა. დაფინანსების მიღების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია სრულად დაესწროს სასწავლო კურსს. კურსის სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 თვე.
წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული საკონკურსო განაცხადის ფორმა (თან ერთვის).
განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა წარმოსადგენი ჰქონდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე aicinfo2022@gmail.com; თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს "VET 2024". ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
1. ქ. ამბროლაური: მისამართი: აღმაშენებლის 24, ფონდი "აფხაზინტერკონტის" ოფისი,
მე -2-ე სართული. ბესარიონ მურუსუძე - 599 17 61 72
2. ქ. ონი; მისამართი: ვახტანგ მე-6 - ის ქ. 10, ააიპ "ედენა", ლილი მაისურაძე - 591 711125
3. ქ. ცაგერი; მისამართი: რუსთაველის 37, რესურს ცენტრის შენობა, მე-2-ე სართული;
მარინე სვანიძე - 599 196 751
4. დაბა ლენტეხი, მისამართი: თამარ მეფის #35, ირინა კონდრატიევა - 599 194106.
5. ქ. ტყიბული; მისამართი: გელათის ქუჩა 20/18, ააიპ "ტყიბულის განვითარების ფონდი" საკონტაქტო პირი: ზაზა გოჩელაშვილი, ტელ: 595 90 77 55.
6. ქ. ჭიათურა; მისამართი: ნინოშვილის ქ. #12, ააიპ "ჭიათურელთა კავშირი", საკონტაქტო
პირი: შოთა გაფრინდაშვილი, ტელ: 579 11 91 19.
7. დაბა ხარაგაული; მისამართი: 9 აპრილის ქუჩა #29, საკონტაქტო პირი: რუსუდან
გურგენიძე, ტელ: 599 85 26 00.
8. ქ. საჩხერე; მისამართი: თამარ მეფის #4, ააიპ "მაქმანი", საკონტაქტო პირი: ნაზი გაფრინდაშვილი, ტელ: 557 967097.
9. ქ. ქუთაისი, მისამართი: ნინოშვილის/დავითაშვილის #27/2, ფონდი აფხაზინტერკონტის
ოფისი, საკონტაქტო ალეკო ტურძილაძე, ტელ: 558 53 73 22.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივლისის 17.00 საათის ჩათვლით. დაგვიანებით შემოტანილი განცხადებები არ განიხილება.
განაცხადები შეფასდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით:
** მოთხოვნილი სპეციალობის საჭიროება ბენეფიციარის სამიზნე მუნიციპალიტეტის შრომის ბაზარზე - 10
** ბენეფიციარის შრომითი გამოცდილება მოთხოვნილ სფეროში - 5
** გადამზადების შემდგომი დასაქმების პერსპექტივა - 10
** ბენეფიციარის მოტივაცია - 10
** მომზადება-გადამზადებისათვის საჭირო ფინანსური, ან ტექნიკური რესურსი - 5
** ჯამი - 40
კონკურსთან დაკავშირებული მიახლოებითი თარიღები
** კონკურსის გამოცხადება - 01.07.2024
** განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 15.07.2024
** გამარჯვებული აპლიკანტების გამოვლენა - 20.07.2024
** კონტრაქტების გაფორმება - 26.07.2024
კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com; Archil_elbakidze@yahoo.com; mask1form@yahoo.com.
ან მითითებულ ტელეფონის ნომრებზე: არჩილ ელბაქიძე: 599 17 08 05
ალეკო ტურძილაძე: 558 53 73 22.
წყარო: https://jobs.ge/