საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
1008


შოთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

უნიკალური ნომერი: 000181

პროექტის მიზანი:

კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას


კონკურსის სამიზნე ჯგუფები: უცხოეთის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 ან 36 თვეს.

კონკურსის კოორდინატორები: ს.შარაშენიძე

სალომე შარაშენიძე

მეგი ქარცივაძე

ანა გოგუაძე


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://www.rustaveli.org.ge/geo/kvlevebi-utskhoetshi-moghvatse-tanamemamuleta-monatsileobit

დამატებულია: 31-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12-01-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 1176 დღე;




02-10-2020

ტენდერი - წლიური საგრანტო პროგრამა

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები

21-01-2019

წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარებიდან ამოღების მართვის გეგმა (HPMP)

20-10-2020

საგრანტო კონკურსი/იდეების მიღება

20-10-2020

საგრანტო კონკურსი/იდეების მიღება

02-10-2020

ტენდერი - წლიური საგრანტო პროგრამა

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები

21-01-2019

წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარებიდან ამოღების მართვის გეგმა (HPMP)


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ