projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
176



სასოფლო-სამეურნეო რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000073

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს :კაპიტალური ინვესტირება და ტექნიკური დახმარება.

კაპიტალური ინვესტირება

მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს წარმოადგენენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს.

მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემათ დანართი N1 ან დანართი N2 დანართით განსაზღვრული რძის საწარმოს აღჭურვილობა.

მთელი საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ:

თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 150 სულს. - მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემა დანართი N3 -ით განსაზღვრული აღჭურვილობა

თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად შეადგენს 300 სულს. - მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემა დანართი N4 -ით განსაზღვრული აღჭურვილობა


თუ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ცხვრების (ნერბი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 1000 სულს 30%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა რძის საწველი მობილური ავტომატური აღჭურვილობა დანართი N5 შესაბამისად


თუ კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე კოოპერატივის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული თხების (ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს გადაეცემა რძის საწარმოს აღჭურვილობა დანართიN6-ის შესაბამისად


კაპიტალური ინვესტირება არმოიცავს იმ შენობა-ნაგებობის აშენება-მოწყობის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომელშიც განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შენობა-ნაგებობის აშენება ან/დამოწყობა/რეკონსტრუქცია წარმოადგენს პროგრამის მონაწილის ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

მეცხვარეობის კოოპერატივებისათვის გათვალისწინებული კაპიტალური ინვესტირების შემთხვევაში ინვესტირება განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან 30%-იანი თანადაფინანსებით.

ინფრასტრუქტურის შესყიდვა ხორციელდება სააგენტოს მიერ თითოეული მონაწილის მიერ მოთხოვნილი ნედლი რძის შემკრები პუნქტის წარმადობის შესაბამისად, ამავე პროგრამით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

მონაწილისათვის ნედლი რძის შემკრები პუნქტის მოწყობილობების და დანადგარების მონტაჟი ხორციელდება სააგენტოს მიერ, კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში.

ტექნიკური დახმარება

მონაწილე მიიღებს ტრენინგის სახეთ ტექნიკურ დახმარებას შემდეგი მიმართულებით:

  • ნედლი რძის შემკრები პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები.
  • ნედლი რძის მიღებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნების დანერგვა;
  • ადგილზე ნედლი რძის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა;
  • ხელოვნურ განაყოფიერებასა და აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
  • კოოპერატივს განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი.
  • კოოპერატივს ან/და მის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს საკუთრებაში ჰყავთ ამ პროგრამით დადგენილი ფურების, ცხვრების (ნერბების)ან თხების (ნეზვების)რაოდენობა.
  • არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  • საკუთრებაში გააჩნია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ანშენობა-ნაგებობა, სადაც სურს ნედლი რძის შემკრებ-გადამამუშავებელი პუნქტის მოწყობა, რომელიც სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ნედლი რძის შემკრები პუნქტის და გადამამუშავებელი პუნქტის სხვადასხვა ადგილას მოსაწყობად საჭიროა კოოპერატივს საკუთრებაში გააჩნდეს თითოეულისათვის განკუთვნილი მიწის ფართობი ან/და შენობა-ნაგებობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა რძის საწარმოს აღჭურვილობა განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია გაზარდოს მის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ამ პროგრამით განსაზღვრული ოდენობის შესაბამისად.

იმ შემთხევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე დაუშვებელია მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე საქონელი ფიქსირდებოდეს რამდენიმე კოოპერატივის განაცხადში.

პროგრამაში რეგისტრაცია დამთავრებულია

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge

დამატებულია: 21-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-01-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 190 დღე;

სექტორი: სხვა


11-06-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - სამგზავრო

22-01-2019

მწვანე ქალაქები - ინტეგრირებული სისტემა ბათუმში და აჭარის რეგიონისათვის

22-01-2019

ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

11-06-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - სამგზავრო

22-01-2019

მწვანე ქალაქები - ინტეგრირებული სისტემა ბათუმში და აჭარის რეგიონისათვის

22-01-2019

ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია ლაშა ქავთარაძეს მიერ