საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის
ნავიგატორი
6613


საქართველოს საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

უნიკალური ნომერი: 000147

სესხის შესახებ:

ექსკლუზიურად მხოლოდ ქალბატონებისთვის!
პირველად საქართველოში საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ქალბატონებს გთავაზობთ ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოში თქვენი ბიზნესიდეის განხორციელებასა და არსებული ბიზნესის გაფართოებას შეუწყობს ხელს!


თქვენი წარმატებული ბიზნესის განსახორციელებლად პროგრამის ფარგლებში გამოიყო 25 000 000 ლარი.

თუ თქვენ:

  • გაქვთ საინტერესო ბიზნესიდეა;

  • გსურთ უკვე არსებული ბიზნესის საქართველოს მასშტაბით გაფართოება ან

  • გეგმავთ არსებული ბიზნესის პარალელურად ახლის დაწყებას და ამ ყველაფრისთვის სესხი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ,

მაშინ საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ

თქვენი ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ!


ჩვენი მხარდაჭერა:

პროგრამა „ქალი სტარტაპერის“ ფარგლებში თქვენ მიიღებთ სესხს ექსკლუზიური პირობებით:

  • სესხის მოცულობა: 10 000 ლარიდან

  • ვადა: 5 წელი და 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით

  • თანამონაწილეობა: არ არის სავალდებულო

  • სესხის ვალუტა: ლარი

  • სრულიად უფასოდ ჩაერთვებით საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ტრენინგებში “როგორ დავიწყოთ ბიზნესი, რომლებიც თქვენი ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ;

  • დამატებით კი მოგეცემათ შესაძლებლობა − ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოთ საოპერაციო მომსახურებებით.

  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 13,25%-დან

მონაწილეობის პირობები:

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ:

  • იურიდიული პირი ან ინდმეწარმე;

  • უნდა გქონდეთ საინტერესო ბიზნესიდეა და

  • კომპანიის დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი (ასაკი − 22 წლის ზემოთ ქალბატონი);

  • სურვილი − გააფართოოთ მიმდინარე ბიზნესი საქართველოს მასშტაბით ან წამოიწყოთ ახალი ბიზნესი უკვე აქტიური ბიზნესის პარალელურად.

გაითვალისწინეთ, შეგიძლიათ მხოლოდ 2 ბიზნესიდეის დარეგისტრირება.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://womeninbusiness.ge/

დამატებულია: 25-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2023

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 588 დღე;






12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

04-02-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

20-05-2022

ინოვაციური მეწარმეობის საგრანტო პროგრამა საპილოტე რეგიონებში

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

04-02-2022

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

20-05-2022

ინოვაციური მეწარმეობის საგრანტო პროგრამა საპილოტე რეგიონებში


სიახლეების გამოწერა















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ