![]() |
1666 |
---|
![]() |
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს |
უნიკალური ნომერი: 000178
ევროკავშირის, Save the Children-ისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) იწყებს ახალ ინოვაციურ ახალგაზრდულ პროექტს „ინოვაცია და ჩვენ“.
პროექტი წარმოადგენს ახალ მოდელს სოციალური მეწარმეობის განვითარებაში და ქმნის ინოვაციურ მიდგომას ახალგაზრდების დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.
პროექტი ახალგაზრდებს სთავაზობს გაიუმჯობესონ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები და გარდაქმნან დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად. პროექტის მიზანია დაეხმაროს 14-29 წლამდე შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს სამეწარმეო და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და დასაქმებაში.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 25 დევნილის სტატუსის მქომე ახალგაზრდა, რომლებიც სამი თვის განმავლობაში შეისწავლიან დასაქმების ბაზარზე სამ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას:
ვებ-დიზაინი
მარკეტინგი
ინგლისური ენა
და შეიძენენ ისეთ უნარებს, როგორიცაა: კომუნიკაცია, პრეზენტაცია, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, დაგეგმვა და ა.შ.
პროექტის განმავლობაში მონაწილეები თავადვე შექმნიან ინოვაციურ სოციალურ საწარმოს, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მასშტაბით არსებულ სოციალურ საწარმოებს ერთიანი ონლაინ გაყიდვების პლატფორმის ქვეშ და დაეხმარება მათ პროდუქციის რეალიზაციაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტის 10 ყველაზე წარმატებული მონაწილე დასაქმდება ან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის დაარსებულ საწარმოში სხვადასხვა პოზიციებზე.
ამას გარდა, ექვსი სოციალურ საწარმოში დასაქმებული მონაწილე თავად მოამზადებს და ჩაატარებს სამდღიან სემინარს/სამუშაო შეხვედრას აღნიშნულ თემებზე ქვემო ქართლში, კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისათვის და გაუზიარებს მათ საკუთარ ცოდნას.
დარჩენილ მონაწილეებს კი გაეწევათ საკონსულტაციო მომსახურება, რათა პროექტში მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლონ საკუთარი საქმიანობის წარმოწყება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
რეგიონი: ქვემო ქართლი; შიდა ქართლი;
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 31-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-03-2024
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 1126 დღე;
31-01-2019 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - ფუნდამენტური კვლევები |
---|
25-02-2021 კონკურსი ხელსაწყო-დანადგარების ფასთა კვოტირებაზე |
17-09-2020 სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში |
12-02-2020 კომპლექსური მიდგომა |