![]() |
3493 |
---|
![]() |
ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი (TTPP) |
უნიკალური ნომერი: 000660
ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო
პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტის ხანგრძლივობა არის
სამი (3) წელი და დაიწყო 2019 წლის აპრილში. პროექტის განმახორციელებლები არიან მსოფლიო ბანკი და
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პროექტის ფარგლებში მოხდება დაკავშირება
კვლევით ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ შეირჩეს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები.
შეფასებისთვის მიიღება მხოლოდ კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიების მზაობის TRL24 და
შემდეგ დონეზე.
მეცნიერებისა და კომერციალიზაციის გუნდის კომპეტენციების განვითარება მოხდება ტრენიგების მეშვეობით
შერჩეული პროექტების კომერციალიზაციის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს
ექნებათ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, სანამ მათი წარდგენა მოხდება პოტენციური
მომხმარებლებისთვის/კლიენტისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
1. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და პარტნიორი ორგანიზაციების
კომპეტენციების ზრდა ტექნოლოგიების გადაცემისა და კომერციალიზაციის პროცესზე, იდეის წარდგენიდან
ხელშეკრულების გაფორმებამდე.
2. სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში შექმნილი გამოგონებების კომერციალიზაციის
პოტენციალის შემოწმება.
3. კერძო/საჯარო მომხმარებლებსა და სამეცნიერო წრეებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების
ხელშეწყობა.
პროექტი სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ითვალსწინებს შემდეგს:
1. საპილოტე პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში
ვიზიტები;
2. მკვლევარებისგან პროექტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შეთანხმება, რათა პროგრამის გუნდმა
შეარჩიოს კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები;
3. ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით იმ პროექტების იდენტიფიცირება, რომელთაც აქვთ
ტექნოლოგიური და კომერციული მზაობის შესაბამისი დონე (TRL4 +); ბიზნეს მზაობის დონის შეფასების
განსაზღვრა და ტექნოლოგიების გადაცემის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
4. შერჩეული პროექტებისთვის ისეთი აქტივობების დაფინანსება, რომ გაიზარდოს ტექნოლოგიის მზაობის
დონე;
5. ტექნოლოგიების გადაცემის სისტემის სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირება წარმატებით
დასრულებული ტექნოლოგიის გადაცემით (მოლაპარაკებებიდან ხელშეკრულების გაფორმების
საფეხურამდე) და პროცესში ხელშეწყობით (მაგ. კვლევითი კონტრაქტი, ინტელექტუალური საკუთრების
კვლევა და დაცვა, ბაზრის ანალიზი, ა.შ)
6. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარება,
საერთაშორისო ურთიერთობების გასაძლიერებლად და ევროპულ ბაზარზე შესასვლელად.
კონტაქტი: [email protected]
წყარო: https://gita.gov.ge/geo/static/155/ttpp
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 26-02-2020
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-04-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 389 დღე;
25-01-2019 მედიის მხარდაჭერა |
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
20-02-2019 დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი |
28-01-2019 პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად |
---|
28-01-2019 პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად |
---|
25-01-2019 მედიის მხარდაჭერა |
25-01-2019 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა |
20-02-2019 დაფინანსება-ღია საზოგადოების ფონდი |